Sunday, March 1, 2015

Trofeo Madridista!


ტროფეო მადრიდისტას რიგით მეორე გათამაშება დასრულდა!



პირველ ტურნირთან შედარებით,პროგრესი აშკარად იგრძნობოდა.. ამჯერად ტურნირი სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა! ტურნირი "ულტრას სურის" და "უესტის" დაპირისპირებით გაიხსნა,მატჩი სასწაულად მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ფრედ 2-2 დასრულდა,ფრედ დასრულდა მეორე მატჩიც სადაც ერთმანეთს "ბეინი" და "გუნდი" დაუპირისპირდნენ. ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ბეტმენმა,მათ ლოთები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.. ეს არავის გაკვირვებია,მაგრამ გასაოცარი იყო მომდევნო თამაში,"კასტილიას" და "Team2Watch"ის მატჩის პირველი ტაიმი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა და ლემონბეთში კინაღამ 32 კუში ამოვარდა,თუმცაღა კასტილიამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში 3-2 დამარცხდნენ. უესტის და ლოთების დაპირისპირება უკვე გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა,კერძოდ 5-0,მაგრამ რეკორდი უმალვე მოხსნა ბეინმა,რომელმაც 6-0 სძლია "Team2Watch"ს. ბეტმენის და ულტრას სურის დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა,რამაც სასწაულად დაძაბა მდგომარეობა A ჯგუფში,შემდეგ კასტილია "გუნდთან" განადგურდა,რაც ასევე არ ყოფილა სიურპრიზი,მაგრამ ყველას გაუკვირდა ბეტმენის განადგურება უესტთან,ისინი 4-0 დამარცხდნენ. ბეინმა კასტილიას 5-1 სძლია,აქ თავი გამოიჩინა ტურნირის შემდგომ უკვე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ლემონამ,რომელიც მოედანზე შემოვიდა,დაახლოებით 4 წუთი ნაკიტკას იცმევდა,შემდეგ ბურთი მიიღო და თამაში დასრულდა. A ჯგუფის ბოლო მატჩი იყო ადმინისტრაციის ორ გუნდს,ულტრას სურს და ლოთებს შორის,პირველი გოლი ლოთებმა გაიტანეს და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც,მაგრამ ულტრას სურმა მეორე ტაიმში დაჩაგრა თანამოადმინეები და 4-1 დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იყო საფეხბურთო გუნდ გუნდს და საფეხბურთო გუნდ საყურებელ გუნდს შორის,სადაც საყურებელი გუნდი 7-0 დამარცხდა უბრალოდ გუნდთან.

პირველმა ნახევარფინალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ერთმანეთს "ბეინი" და "უესტი" უპირისპირდებოდნენ,ანგარიში ბეინმა გახსნა,უესტმა მალევე გაათანაბრა,ბეინმა ისევ გაიტანა გოლი და პირველი ტაიმი ბეინის გამარჯვებით 2-1 დასრულდა,მეორე ტაიმში უესტმა პირწმინდად დაჯაბნა გოთემის განმსჯელი და ქამბექი გაუკეთა,ანგარიში 3-2 იყო,მაგრამ ბეინი არ დანებდა და ბოლო წუთებზე 3-3 გახადა. ექსტრა ტაიმში ისევ უესტი დომინირებდა,მათ უამრავი შანსი ჰქონდათ იმისთვის რათა ფინალის საგზური მოეპოვებინათ,მაგრამ ბეინმა არაფრით არ გაუშვა გოლი,აღსანიშნავია ბეინის მცველის ბექა თანდილაშვილის და მეკარის თამაში,რომლებმაც ძალიან ბევრ მომენტში გადაარჩინეს თავიანთი გუნდი. ბოლოს ყველაფერი თერთმეტმეტრიან დარტყმებამდე მივიდა.. პირველი 3-3 დარტყმიდან გუნდებმა ყველა გოლი გაიტანეს.. მაგრამ მეოთხე პენალტი უესტმა ძელს გაარტყა,გადამწყვეტი დარტყმა სანდრო გოცირიძემ წარმატებით შეასრულა და ბეინი ფინალში გაიყვანა. არც თუ ისე საინტერესო იყო მეორე ნახევარფინალი,სადაც ულტრას სური მიწასთან გაასწორეს და "გუნდმა" არანაირი შეკითხვა არ დატოვა ფინალისტის ვინაობასთან დაკავშირებით.

ფინალში ყველა გაცილებით უფრო დაძაბულ მატჩს ელოდა,მაგრამ "გუნდმა" ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნა.. ამის შემდეგ ბეინი რაღაცას ცდილობდა მაგრამ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში "გუნდმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირეს..


ადმინისტრაციის გუნდმა წინა ტურნირთან შედარებით აშკარა პროგრესი დადო,ლემონას გუნდის დამმარცხებელი წელსაც ჩემპიონი გახდა,აღსანიშნავია კასტილია რომელმაცკინაღამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა,მაგრამ ახალგაზრდებს აშკარად არ ეყოთ გამოცდილება ტურნირისთვის.. მათ აშკარად აკლდათ ლაშა ჩანთაძე,რომელმაც გუნდს უღალატა და "Team2Watch"ში გადაბარგდა,მაგრამ წარმატებას ვერც იქ მიაღწია. ყველასთვის გასაკვირი იყო ბეტმენის წარუმატებლობა,რომლებიც ყველასთვის ფავორიტებლად ითვლებოდნენ და შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ ჯგუფში ჩარჩნენ.
რაც შეეხება ჩემპიონს,შარშანდელის მსგავსად გაჩემპიონებულმა გუნდმა აშკარად დაიმსახურა ეს. მათ ყველა მეტოქე ყველანაირად დაჩაგრეს და თასი სახლში წაიღეს!


ტურნირის ჩემპიონი : ს.კ. "გუნდი" (დაჯილდოვდა)
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი : ლემონა (დაჯილდოვდა)

ტურნირის საუკეთესო მეკარე : მერაბ მგელაძე (იმდენი მე შემეცით მარა არაფრის მერაბ :დ)
ტურნირის იმედგაცრუება : ნიკა გრანერო (მეტს ველოდით ძმაო!)
ტურნირის საუკეთესო მცველი : ბექა თანდილაშვილი და ერეკლე ლომიძე
 ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი : ნიკოლოზ ჩაჩავა
ტურნირის საუკეთესო ფორვარდი : ირაკლი ბურჭულაძე

და საბოლოოდ ტურნირის შეფასება
(LemonASის მიხედვით (32 ბალიანი სისტემით) )

ფეხბურთის ხარისხი - 25/32
ფანობა - 32/32
ორგანიზება - 20/32
მსაჯობა - ტეიშეირა ვიტიენესი/32
დისციპლინა - პეპე/32

ჯამში - 32/32

No comments:

Post a Comment