Pages

Sunday, February 15, 2015

Trofeo Madridista


სიცივეები და ყინვები გადავიარეთ,ახლა შეგვიძლია ფეხბურთის სეზონი გავხსნათ! უკვე მეორედ,ჩვენი ფან-კლუბი ატარებს ტურნირს მინი ფეხბურთში.



სისტემა

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 8 გუნდი.
მატჩები იქნება 6-6ზე,ასე რომ სასურველია გუნდში მინიმუმ 7 ფეხბურთელი მაინც იყოს.
შედგება ორი ცალი 4 გუნდიანი ჯგუფი,თითო ჯგუფში ჩატარდება ექვსი თამაში ანუ "ერთი წრე",შესაბამისად თითო გუნდი ჩაატარებს სამ თამაშს.
თითო ჯგუფიდან გავა 2 გუნდი,თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრას,თუ ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა მაშინ უპირატესობა ენიჭება ბურთების შეფარდებას.
ჯგუფის მატჩები ჩატარდება 7 წუთიანი ტაიმებით.
შემდეგ იქნება ნახევარფინალები,სადაც A ჯგუფის 1-ადგილოსანი შეხვდება B ჯგუფის 2-ადგილოსანს,ხოლო B ჯგუფის 1-ადგილოსანი A ჯგუფის 2 ადგილოსანს.
ნახევარფინალები ჩატარდება 15 წუთიანი ტაიმებით.
მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება 5 წუთიანი ექსტრა ტაიმი.
თუ დამატებითი ტაიმიც ფრედ დასრულდა,გათამაშდება პენალტების სერია.
ფინალში იქნება 20 წუთიანი ტაიმები,საჭიროების შემთხვევაში 5 წუთიანი დამატებითი ტაიმი და შემდეგ პენალტები.

პრიზები/მონაწილეობა

თითო ფეხბურთელმა უნდა დადოს 10 ლარი,შესაბამისად გუნდიდან მინიმუმ 60,დანარჩენი ფეხბურთელების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
გამარჯვებული გუნდის ყველა ფეხბურთელი დაჯილდოვდება მედლებით,გუნდს კი გადაეცემა თასი. ფულადი ჯილდო იქნება მინიმუმ 250 ლარი (მინიმალური ანუ თუ 6 ფეხბურთელზე მეტი არცერთ გუნდს ეყოლა,მაგრამ წესით თითო სათადარიგო ფეხბურთელი მაინც იქნება ყველგან)
ტურნირში გუნდის დარეგისტრირების მსურველები შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქზე - CM LemonistoDato Rogava.
ან ტელეფონზე - 557 42 73 75 - დათო,574 73 25 90 - ლემონა.

დამატებითი ინფორმაცია

ტურნირი ჩატარდება კვირა დღეს,რადგან კვირის ყველაზე თავისუფალი დღეა. (ოპტიმალური რიცხვი არის 1 მარტი,თუ გუნდების შეკრება მოესწრო.) 
ტურნირის ხანგრძლივობა იქნება 6 საათი,დაიწყება ალბათ 1-2 საათზე და დასრულდება საღამოს.
ადგილობრივად ტურნირი ჩატარდება დინამოზე,იმედის სტადიონზე. გუნდები შეიკრიბებიან დინამოს შესასვლელთან ტურნირის დაწყებამდე ერთი/ნახევარი საათით ადრე და აქედან ჩავლენ სტადიონზე.



როგორც კი რვა გუნდი დარეგისტრირდება,ჩატარდება კენჭისყრა,რომელიც გაიმართება პირდაპირ ეთერში.
შესაძლოა მოხერხდეს მთლიანი ტურნირის ლაივსთრიმიც,მინიმუმ ყველა მატჩის ჩანაწერი იქნება.
სასურველია ყევლა ფეხბურთელს ეცვას რეალის ფორმა და ნუ რაღათქმაუნდა იყვნენ რეალის ფანები.

დარეგისტრირებული გუნდები:

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.

2 comments:

  1. საფეხბურთო კლუბი ლოთები - ტურნირის ერთადერთი ფავორიტები ვართ :DDDDDD

    ReplyDelete
  2. ბნელი რაინდის აღზევებას უყურეთ!

    ReplyDelete