დიახ მეგობრებო! ბეტმენი წელსაც იასპარეზებს ჩვენი ფან-კლუბის მინი ფეხბურთის ტურნირზე! საწყის რვა გუნდში ბეტმენი არ ყოფილა,რადგან დარეგისტრირება ვერ მოასწო,მაგრამ ჩაწერის ბოლო დღეს წითელი ეშმაკების გუნდმა თავისი ადგილი დათმო და ბნელი რაინდისთვის ადგილი გამოინახა,რომელიც მან უმალვე შეავსო!
როგორც გახსოვთ,წინა ტურნირის ფინალისტი სწორედ მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი იყო,თუმცაღა ფინალში მან მარცხი იგემა. ბუქმეიკერები ვარაუდობენ რომ ამ ტურნირზე აუცილებლად შედგება ბნელი რაინდის აღზევება და წინა ტურნირის შეცდომებს ნიღბიანი მონადირე აღარ დაუშვებს. საინტერესოა ლემონბეთში კოეფიციენტების ცვლილება ბეტმენის გამოჩენამდე და ბეტმენის გამოჩენის შემდეგ..
ასე გამოიყურებოდა ფსონები სანამ ტურნირში "წითელი ეშმაკები" იყვნენ.. თუმცაღა
ბეტმენის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა! თუ აქამდე ულტრას სური გამოკვეთილი ფავორიტი იყო,ახლა მათი კუში თითქის ორჯერ გაიზარდა. საინტერესოა ბეინის კუშის ცვლილებაც,რომელმაც უკვე განიცადა მარცხი ბეტმენთან გოთემის სულისთვის ბრძოლაში და მას სერიოზულ კონკურენტად აღარ აღიქვამენ.. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ 2012 წლის დაპირისპირებაში ბეტმენს ადვილად სულაც არ ჰქონია საქმე და შედეგი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთში შეცვალა.
ვნახავთ კრისტოფერ ნოლანის "ბნელი რაინდის" ტრილოგიის გაგრძელებას "ტროფეო მადრიდისტაზე"? ერთადერთი რაც შეგვიძლია ლოდინია! დაველოდოთ კვირას და კენჭისყრის შემდეგ ლაპარაკი უფრო დაზუსტებით შეგვეძლება. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი სპონსორის,ლემონბეთის დებიუტი და მოგიწოდოთ ამ ღირსშესანიშნამ ტოტალიზატორში თამაშისკენ!
ყველაზე დაბალი კუშები ყველაზე არალეგალურ მატჩებზე,მხოლოდ ლემონბეთში!
No comments:
Post a Comment